როჯერ ფედერერი პირველი ჩოგბურთელია, ვინც TOP100-ში 1000 კვირა გაატარა
როჯერ ფედერერი პირველი ჩოგბურთელია, ვინც TOP100-ში 1000 კვირა გაატარა

შვეიცარიელმა ლეგენდამ, როჯერ ფედერერმა 2018 წლის სეზონი რეიტინგის მესამე პოზიციაზე დაასრულა. ამით ის გახდა პირველი ჩოგბურთელი ისტორიაში, ვინც კლასიფიკაციის TOP100-ში ზედიზედ 1000 კვირა გაატარა.

პირველად ფედერერი საუკეთესო ჩოგბურთელთა ასეულში 1999 წლის ივლისში შევიდა, მაგრამ იქიდან მალე გავარდა. TOP100-ში ის ოქტომბერში დაბრუნდა და მას შემდეგ ამ ზონიდან აღარ გასულა. სხვათა შორის, 2001 წლის აპრილიდან დღემდე, შვეიცარიელს TOP20 არ დაუტოვებია.

ამ მაჩვენებლით, მეორე და მესამე ადგილებზე არიან ესპანელები – ფელისიანო ლოპესი (857 კვირა) და რაფაელ ნადალი (816). საუკეთესოთა შორის შედიან: ჩეხი ტომაშ ბერდიხი (775), ესპანელი ფერნანდო ვერდასკო (770), ფრანგი რიშარ გასკე (712) და სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი (701).

როჯერ ფედერერი რეკორდსმენია „დიდ სლემზე“ მოპოვებული ტიტულების რაოდენობითაც – 20. სულ კი მას ATP-ის 99 ტურნირი აქვს მოგებული.