როჯერ ფედერერი პარიზის „მასტერსზე“ არ ითამაშებს
როჯერ ფედერერი პარიზის „მასტერსზე“ არ ითამაშებს

მსოფლიოს მესამე ჩოგანმა როჯერ ფედერერმა პარიზის „მასტერსზე“ თამაში გადაიფიქრა. შვეიცარიელმა  წილისყრაში მონაწილეობა მიიღო და ძირითად ბადეშიც მოხვდა, მაგრამ ბოლო მომენტში ბრძოლაზე უარი თქვა.

კვირას, 38 წლის ფედერერმა ბაზელის ტურნირი მოიგო. მან ფინალში დაამარცხა ავსტრალიელი ალექს დე მინორი (6:2, 6:2). მატჩის შემდეგ, როჯერმა აღიარა, რომ ჯერ არ იცის, ითამაშებს თუ არა პარიზში.

ფედერერის მეტოქე მეორე წრეში რადუ ალბოტი უნდა ყოფილიყო, რომელმაც პირველ წრეში დაამარცხა ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი დაამარცხა .