როჯერ ფედერერი ოთხეულში დაბრუნდა
როჯერ ფედერერი ოთხეულში დაბრუნდა

მაიამის „მასტერსის“ შემდეგ, განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციამ.

ტოპ-ათეულში ადგილები გაცვალეს შვეიცარიელმა როჯერ ფედერერმა და ავსტრიელმა დომინიკ ტიმმა – მათ, შესაბამისად, მეოთხე და მეხუთე ადგილები უკავიათ. წინსვლას აგრძელებს ბერძენი სტეფანოს ციციპასი – ის მეათედან მერვე ადგილზე გადავიდა. არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო კი მეცხრე ადგილამდე დაეშვა.

ATP – TOP 10

1(1). ჯოკოვიჩი (სერბეთი) – 11 070
2(2). ნადალი (ესპანეთი) – 8 725
3(3). ა. ზვერევი (გერმანია) – 6 040
4(5). ფედერერი (შვეიცარია) – 5 590
5(4). ტიმი (ავსტრია) – 4 765
6(6). ნიშიკორი (იაპონია) – 4 200
7(7). ანდერსონი (ს. აფრიკა) – 4 115
8(10). ციციპასი (საბერძნეთი) – 3 240
9(8). დელ პოტრო (არგენტინა) – 3 225
10(9). ისნერი (აშშ) – 3 085

ახალ რეიტინგში მე-17 ადგილი უკავია ქართველ ნიკოლოზ ბასილაშვილს, რაც მისი კარიერის რეკორდია.