როჯერ ფედერერი - მე და ნადალი არ ვართ საუკეთესო მეგობრები
როჯერ ფედერერი - მე და ნადალი არ ვართ საუკეთესო მეგობრები

ლეგენდარულმა შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა მსოფლიოს მეორე ჩოგანთან, ესპანელ რაფაელ ნადალთან ურთიერთობაზე ილაპარაკა. მისი სიტყვებით, ძველი მეტოქეები ძალიან დიდ პატივს სცემენ ერთმანეთს, მაგრამ მეგობრები არ არიან.

„ერთმანეთის შესანიშნავად გვესმის. რაფაელი ჩემთან ურთიერთობისას ყოველთვის გასხნილი და ღირსეულია, – მოჰყავს ფედერერის სიტყვები Tennis World USA-ს. – ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ერთმანეთს, მაგრამ არ მგონია, რომ საუკეთესო მეგობრები ვიყოვ – მას ჩემზე უკეთესი მეგობრები ჰყავს. როგორც მე. მაგრამ მთავარი ჩვენს შორის – პატივისცემაა. ჩვენ მხოლოდ კორტზე ვართ მოწინააღმდეგეები“.