როჯერ ფედერერი მე-100 მოგებას მიუახლოვდა | უიმბლდონი 2019
როჯერ ფედერერი მე-100 მოგებას მიუახლოვდა | უიმბლდონი 2019

თავისი მატჩი უიმბლდონის მეორე წრეში როჯერ ფედერერმა იოლად მოიგო, რომელიც ნაკლებად ცნობილ ბრიტანელს ჯეი კლარკს სამ სეტში გაუსწორდა – 6:1, 7:6(3), 6:2. შვეიცარიელი მეჩვიდმეტედ გავიდა უიმბლდონის მესამე წრეში.

რვაგზის ჩემპიონმა 46 „ვინერსის“ დაგროვება შეძლო და მხოლოდ 26 უნებლიე შეცდომა დაუშვა. როჯერი შესანიშნავად თამაშობდა საკუთარ გეიმებში და ჯამში მხოლოდ 12 ქულა დათმო. ასევე ბრეიკ-პოინტების რეალიზაციის მაღალი პროცენტი ჰქონდა – ხუთიდან ოთხი.

ახლა, ფედერერს უიმბლდონზე 97 მოგება აქვს და ამ ტურნირზე ასამდე ასვლა შეუძლია.

როჯერის შემდეგი მეტოქე ფრანგი ლუკ პუიე იქნება.