როჯერ ფედერერი კორტზე ვარჯიშს დაუბრუნდა
როჯერ ფედერერი კორტზე ვარჯიშს დაუბრუნდა

შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა კორტზე ვარჯიშები განაახლა, – დაწერა ცნობილმა საჩოგბურთო პორტალმა Tennis World USA-მ.

შეგახსენებთ, რომ სეზონის დასაწყისში „დიდი სლემის“ ტურნირების 20-გზის ჩემპიონმა მუხლზე ორი ოპერაცია გადაიტანა. სწორედ მაშინ გახდა ცნობილი, რომ ფედერერი გამოტოვებდა სეზონის დარჩენილ ნაწილს.

ამასთან, 39 წლის შვეიცარიელმა არა ერთხელ გაიმეორა, რომ არ გეგმავს კარიერის დასრულებას. მან ცოტა ხნის დაადასტურა 2021 წლის იანვარში ავსტრალიის ღია პირველობაში მონაწილეობა.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ფედერერი მუშაობდა ამტანობასა და ძალაზე, რადგან არ შეეძლო კორტზე ჩოგნით ორ საათზე მეტხანს ყოფნა.