როჯერ ფედერერი COVID-19-ით დაზარალებულებს მილიონი ფრანკით დაეხმარება
როჯერ ფედერერი COVID-19-ით დაზარალებულებს მილიონი ფრანკით დაეხმარება

შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა გამოაცხადა, რომ ის და მისი მეუღლე მირკა აპირებენ ერთი მილიონი ფრანკი გაიღონ კორონავირუსის პანდემიით დაზარალებულების მხარდასაჭერად.

„დადგა რთული დრო ყველასთვის და არავინ არ უნდა დარჩეს დახმარების გარეშე. მე და მირკამ გადავწყვიტეთ, მილიონი შვეიცარიული ფრანკი შევწიროთ შვეიცარიის იმ ოჯახებს, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. ჩვენი წვლილი – ეს მხოლოდ დასაწყისია. იმედი გვაქვს, რომ სხვებიც შეუერთდებიან დიდი რაოდენობით გაჭირვებული ოჯახების დახმარებას. ერთად შევძლებთ ამ კრიზისის გადალახვას. იყავით ჯანმრთელნი”, – დაწერა ფედერერმა თავის „ინსტაგრამში“.

საჩოგბურთო ტურნირები კაცებსა და ქალებს შორის ოფიციალურად 7 ივნისამდეა შეჩერებული.

დღევანდელი მონაცემებით, შვეიცარიაში დარეგისტრირებულია COVID-19-ით დაინფიცირების 10400 შემთხვევა, 145 ადამიანი გარდაიცვალა.