როჯერ ფედერერი - ჩემი ოთხი შვილიდან სპორტი მხოლოდ ერთს აინტერესებს 
როჯერ ფედერერი - ჩემი ოთხი შვილიდან სპორტი მხოლოდ ერთს აინტერესებს 

„დიდი სლემის“ ტურნირების 20-გზის ჩემპიონმა როჯერ ფედერერმა აღიარა, რომ მისი შვილები, დიდი ალბათობით, მამის კვალს არ დაადგებიან.

„მხარს დავუჭერ ჩემს შვილებს, როგორი მიმართულებაც არ უნდა აირჩიონ ცხოვრებაში. თუ ეს იქნება სპორტი – შესანიშნავია. სპორტს დიდი ძალა აქვს, შენ სწავლობ წაგებას, მოგებას, სწავლობ მოთმენას.

ბედნიერი ვიქნებოდი, მათ რომ სპორტი აერჩიათ, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ასე იქნება. ჩემი ოთხი შვილიდან სპორტით, ასე თუ ისე, მხოლოდ ერთი ინტერესდება, დანარჩენები – არა“, – მოჰყავს ფედერერის სიტყვები Tennis World USA-ს.

შვეიცარიელსა და მის მეუღლე მირკას ტყუპების ორი წყვილი ჰყავთ. 2009 წელს დაიბადნენ ქალიშვილები – მილა და შარლენი, 2014 წელს ვაჟები – ლენარტი და ლეო.

როჯერმა პროფესიულ ტურში 103 ტურნირი მოიგო და რეკორდსმენ ჯიმი კონორსს ექვსით ჩამორჩება.