როჯერ ფედერერი ბრუნდება
SHANGHAI, CHINA - OCTOBER 09: Roger Federer of Switzerland attends a press conference during the 2018 Rolex Shanghai Masters on Day 3 at Qi Zhong Tennis Centre on October 9, 2018 in Shanghai, China. (Photo by Fred Lee/Getty Images)
დღეს, მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელი, შვეიცარიელი როჯერ ფედერერი, შანხაის „მასტერსზე“ მეთექვსმეტედ ფინალიდან ჩაერთვება. მისი მეტოქე რუსი დანილ მედვედევი იქნება.
ამ დროისათვის ფედერერი მსოფლიო რეიტინგის მეორე ნომერია და ამ ტურნირზე არადამაჯერებელი თამაშის შემთხვევაში, დიდი შანსია პოზიციას დაემშვიდობოს და სამეულს მიღმა აღმოჩნდეს.
შეგახსენებთ, რომ 2017 წელს ამ ტურნირის ფინალში ფედერერმა რაფაელ ნადალი 6:4, 6:3 დაამარცხა. აქედან გამომდინარე, წელს მას ტიტულის და სარეიტინგო ქულების დაცვაც მოუწევს, რაც ლეგენდარულ შვეიცარიელს, სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე, ძალიან გაუჭირდება.
ბოლო 8 წლის მანძილზე შანხაის „მასტერსის“ გამარჯვებულები – ნოვაკ ჯოკოვიჩი (3), ენდი მარეი (3) და როჯერ ფედერერი (2) იყვნენ.