როჯერ ფედერერი აშშ-ის ღიაზე საჩვენებელ მატჩს ითამაშებს #1TVSPORT
როჯერ ფედერერი აშშ-ის ღიაზე საჩვენებელ მატჩს ითამაშებს #1TVSPORT

ლეგენდარული შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი მონაწილეობას მიიღებს საგამოფენო მატჩში, რომელიც აშშ-ის ღია პირველობის დროს გაიმართება. ეს არის „დიდი სლემის“ ერთადერთი ტურნირი, რომელიც ფედერერმა ზედიზედ ხუთჯერ მოიგო.

ჩოგბურთის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონიიდან ოთხი დღით ადრე, შვეიცარიელი 25 აგვისტოს ნიუ იორკში საჩვენებელ მატჩს ჩაატარებს. ღონისძიებაში სახელწოდებით „როჯერ ფედერერი: კერპის დაბრუნება ნიუ იორკში“, ასევე მონაწილეობას მიიღებენ ენდი როდიკი, ჯონ მაკინროი და ანდრე აგასი.

„ჩემი კარიერის ბევრი დაუვიწყარი მომენტი უკავშირდება ნიუ იორკს და არტურ ეშის სახელობის კორტი ბევრს ნიშნავს ჩემთვის. მენატრებოდა ეს ატმოსფერო და ის დაუჯერებელი ენერგია, რომელიც ყოველ წელს მოაქვთ გულშემატკივრებს“, – წერია 44 წლის შვეიცარიელის განცხადებაში.

ფედერერმა 2004-08 წლებში მოიგო აშშ-ის ღია პირველობა. ბოლოჯერ ამ ტურნირზე მან 2019 წელს ითამაშა.

როჯერის ჩოგბურთის დიდების დარბაზში შეყვანის ცერემონია 29 აგვისტოს, აშშ-ის ქალაქ ნიუპორტში გაიმართება.