როჯერ ფედერერი ამერიკის ღია პირველობის მოგებას უმიზნებს
როჯერ ფედერერი ამერიკის ღია პირველობის მოგებას უმიზნებს

მსოფლიოს მეორე ჩოგანმა, 37 წლის შვეიცარელმა როჯერ ფედერერმა ჟურნალისტებთან აშშ-ის ღია პირველობაზე საკუთარ მიზნებზე ისაუბრა, რომელიც ერთ კვირაში დაიწყება.

„უნდა გითხრათ, რომ ჩოგბურთელი არ უნდა მიიჩნეოდეს აშშ-ის ღია პირველობის ფავორიტად. უკვე 10 წელია ეს ტურნირი არ მომიგია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ აქ საკმარისად კარგად არ ვთამაშობდი. მიუხედავად ამისა, ახლა აშშ-ის ღია ჩემი მთავარი სამიზნეა. ბოლო წლებში სათანადო დონეზე არ ვიყავი მომზადებული ნიუ-იორკში თამაშისთვის. სწორედ ამიტომ, მინდა 100 პროცენტით ვიყო მზად მომავალი ჩემპიონატისთვის“, – განაცხადა ფედერერმა Daily Express-სთან კომენტარში.

ლეგენდარულმა შვეიცარელმა ბოლოჯერ მთავარი ამერიკული ტურნირი 2008 წელს მოიგო, სულ კი აშშ-ის ღიაზე ხუთჯერ გაიმარჯვა.

2017 წლის იანვრიდან, ფედერერმა „დიდი სლემის“ სამი ტურნირი მოიგო, სამში კი 32 წლის რაფაელ ნადალმა გაიმარჯვა. ესპანელი აშშ-ის ღიას მოქმედი ჩემპიონია.