როჯერ ფედერერი - ამ ტურნირში ნახევარფინალი მაქსიმუმი იყო
როჯერ ფედერერი - ამ ტურნირში ნახევარფინალი მაქსიმუმი იყო

როჯერ ფედერერმა ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალურ მატჩზე ისაუბრა, რომელშიც ნოვაკ ჯოკოვიჩთან სამ სეტში დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

„მეოთხედფინალის დასრულებითანავე სურათი გადამიღეს, თითქოს ყველაფერი ნორმალურად იყო, – ციტირებს ფედერერს AO. – ვცდილობდი, ფეხზე დატვირთვა არ მქონოდა, აღარ ვვარჯიშობდი და ვისვენებდი.

სამედიცინო შესვენება პირველი სეტის დასრულების შემდეგ ავიღე, ზოგჯერ ასე უნდა მოიქცე, რომ მომავალში გართულებებს თავი აარიდო. მატჩის მიმდინარეობისას მეგონა, რომ თამაშს ბოლომდე მივიყვანდი და ეს კარგი შეგრძნება იყო.

მთლიანობაში, ალბათ კმაყოფილი ვარ. მიღწეული შედეგი უნდა დააფასო. ამ ტურნირში ნახევარფინალი მაქსიმუმი იყო. ვიცოდი, რომ ამ მატჩში გამარჯვების შანსი 3 პროცენტს უდრიდა“.