როჯერ ფედერერი 2021 წელს უიმბლდონზე თამაშს აპირებს
როჯერ ფედერერი 2021 წელს უიმბლდონზე თამაშს აპირებს

უიმბლდონი კორონავირუსის პანდემიის გამო, 2020 წელს არ გაიმართება. მომდევნო ტურნირი, რომელიც 134-ე იქნება ისტორიაში, 2021 წლის 28 ივნისიდან 11 ივლისამდე ჩატარდება.

38 წლის როჯერ ფედერერი, რომელსაც ყველაზე მეტჯერ აქვს მოგებული ეს ტურნირი ერთეულებში, მომავალ წელს აპირებს უიმბლდონზე თამაშს.

„ურთულეს დროში ვცხოვრობთ, მაგრამ ამის შემდეგ უფრო ძლიერები გავხდებით. უკვე ვხედავ, როგორ ვბრუნდები 2021 წელს ჰალეს კორტზე. ისევ ძალიან მინდა ვითამაშო უიმბლდონზე.

ყველაფერი, რაც ხდება, გვაიძულებს უფრო მეტად დავაფასოთ ჩოგბურთი და მთლიანად სპორტი“, – განაცხადა ჩოგბურთის შვეიცარიელმა ლეგენდამ.