როჯერ ფედერერი 2019 წელსაც ითამაშებს
როჯერ ფედერერი 2019 წელსაც ითამაშებს

შვეიცარელი ჩოგბურთელის, როჯერ ფედერერის განცხადებით, მომავალ წელს კარიერას გააგრძელებს.

ამერიკული კომპანია Nike-დან ჩინური კომპანია Uniqlo-ს ეკიპირებაზე გადასვლის კომენტირებისას, როჯერ ფედერერმა განაცხადა, რომ შეხვედრები ორი წლის წინ ჰქონდათ.

„ვაანალიზებდით ტექნიკურ ასპექტებს და ეკიპირების ფერს. მოკლე დროის გამო, ბევრის რამის გაკეთება ვერ მოვასწარით. პირველ რიგში, ფორმა მოხერხებული უნდა იყოს. უკვე დავიწყეთ 2019 წლის დაგეგმვა“, – წერს Tennis World USA-ი.

შვეიცარიელი ორშაბათიდან ჩაებმება ამერიკის ღია პირველობაში, სადაც მეორე ნომრად არის განთესილი.

37 წლის ფედერერს მოგებული აქვს „დიდი სლემის“ 20 ტიტული, რაც აბსოლუტური რეკორდია მამაკაცებს შორის.