„როიტერის“ ცნობით, „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა ნიგერიაში 14 ჯარისკაცი მოკლეს
„როიტერის“ ცნობით, „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა ნიგერიაში 14 ჯარისკაცი მოკლეს

„ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა ნიგერიაში 14 ჯარისკაცი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ინციდენტი ბორნოს შტატში მოხდა. როგორც სააგენტო იუწყება, სამხედრო მოსამსახურეებს ტერორისტები ჩაუსაფრდნენ. დაიწყო ორმხრივი სროლა. შედეგად, 14 ჯარისკაცი დაიღუპა.

ნიგერიის შეიარაღებულ ძალებში მომხდარზე კომენტარს ჯერჯერობით, არ აკეთებენ.