„როიტერი“ - ვენესუელის მთავრობა ვაშინგტონს „აშკარა ქურდობაში“ ადანაშაულებს მას შემდეგ, რაც აშშ-მა ვენესუელის სანაპიროსთან სანქცირებული ნავთობტანკერი დააკავა
ვენესუელის მთავრობა ვაშინგტონს „აშკარა ქურდობაში“ ადანაშაულებს მას შემდეგ, რაც აშშ-მა ვენესუელის სანაპიროსთან სანქცირებული ნავთობტანკერი დააკავა, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ვენესუელის მთავრობაში განაცხადეს, რომ ქვეყანა „აბსოლუტური სიმტკიცით დაიცავს საკუთარ სუვერენიტეტს, ბუნებრივ რესურსებსა და ეროვნულ ღირსებას“ და ტანკერის დაკავებას საერთაშორისო ორგანოების წინაშე დაგმობს.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვენესუელის სანაპიროსთან ნავთობტანკერი დააკავა. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ის მანამდე დაკავებულ ტანკერებს შორის ყველაზე დიდია. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარმა ნავთობის ფასები გაზარდა და ვაშინგტონსა და კარაკასს შორის დაძაბულობა კიდევ უფრო გაამწვავა. წყაროებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ ოპერაციას აშშ-ის სანაპირო დაცვა ხელმძღვანელობდა. თუმცა არ კონკრეტდება, რომელი დროშის ქვეშ მცურავი ტანკერია დაკავებული და ზუსტად სად მოხდა შემთხვევა.