„როიტერი“ - „თალიბანმა“ უბრძანა საკუთარ მებრძოლებს, ავღანეთში არც ერთი ქვეყნის წარმომადგენლის მიმართ არ გამოიჩინონ უპატივცემულობა
„როიტერი“ - „თალიბანმა“ უბრძანა საკუთარ მებრძოლებს, ავღანეთში არც ერთი ქვეყნის წარმომადგენლის მიმართ არ გამოიჩინონ უპატივცემულობა

„როიტერის“ ინფორმაციით, მოძრაობა „თალიბანმა“ საკუთარ მებრძოლებს უბრძანა, რომ არ შევიდნენ დიპლომატიური მისიების შენობებში და არ შეაფერხონ მისიების მანქანების მოძრაობა.

გარდა ამისა, მათ ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდეს, დაუბრუნდნენ ჩვეულ ცხოვრებას.

მოძრაობის ოფიციალური პირის განცხადებით, თალიბანის მებრძოლებს ყველა დონეზე ნაბრძანები აქვთ, რომ ავღანეთში არც ერთი ქვეყნის წარმომადგენლის მიმართ არ გამოიჩინონ უპატივცემულობა.