„როიტერი“ - რუსეთის ელჩს გასულ კვირას აშშ-ში განუცხადეს, რომ მოსკოვს მოუწოდებენ, შეწყვიტოს სამხედრო ოპერაციები უკრაინის ატომურ ობიექტებთან
„როიტერი“ - რუსეთის ელჩს გასულ კვირას აშშ-ში განუცხადეს, რომ მოსკოვს მოუწოდებენ, შეწყვიტოს სამხედრო ოპერაციები უკრაინის ატომურ ობიექტებთან

რუსეთის ელჩს გასულ კვირას აშშ-ში განუცხადეს, რომ მოსკოვს მოუწოდებენ, შეწყვიტოს სამხედრო ოპერაციები უკრაინის ატომურ ობიექტებთან. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, გასულ კვირას გამართულ შეხვედრაზე ანატოლი ანტონოვი გაფრთხილებულ იქნა მოსკოვის მხრიდან უკრაინაში მისი ომის ესკალაციის შესახებ და რუსეთს მოუწოდეს, შეწყვიტოს სამხედრო ოპერაციები ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე.

როგორც „როიტერი“ წერს, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა განაცხადა, რომ ანტონოვი დეპარტამენტში 18 აგვისტოს მივიდა და შეერთებულმა შტატებმა მოუწოდა რუსეთს, შეწყვიტოს ყველა სამხედრო ოპერაცია უკრაინის ატომურ ობიექტებთან ან მის მახლობლად და დაუბრუნოს უკრაინას ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სრული კონტროლი.