„როიტერი“ - პოლონეთში მოსახლეობას იოდის აბებს ურიგებენ, მიზეზად უკრაინაში, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან საბრძოლო მოქმედებები დასახელდა
„როიტერი“ - პოლონეთში მოსახლეობას იოდის აბებს ურიგებენ, მიზეზად უკრაინაში, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან საბრძოლო მოქმედებები დასახელდა

პოლონეთში მოსახლეობას იოდის აბებს ურიგებენ. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ამის მიზეზად უკრაინაში მდებარე ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები დასახელდა.

როგორც პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, იოდის აბების დარიგება „რუტინული“ ნაბიჯია, რომელიც მიზნად ისახავს პრევენციასა და მოსახლეობის დაცვას.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური აგვისტოდან გახდა სამიზნე. უკრაინა და რუსეთი ატომური ობიექტის მიმართულებით ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზებულ ზონად გამოცხადებას ითხოვს.