„როიტერი“ – ირანი მიუღებლად მიიჩნევს წინადადებებს, რომლებიც ომის დასრულების შესახებ ახალი შეთანხმების პროექტის სახით კატარელმა შუამავლებმა წარუდგინეს
ირანი მიუღებლად მიიჩნევს წინადადებებს, რომლებიც ომის დასრულების ახალი შეთანხმების შესახებ პროექტის სახით კატარელმა შუამავლებმა თეირანს წარუდგინეს. ამის შესახებ „როიტერი“ წყაროებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ირანელმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ დოჰამ მათ მხოლოდ „მიუღებელი იდეები“ შესთავაზა და ეს სრულფასოვან პროექტად ვერ ჩაითვლება. ის ასევე აცხადებს, რომ ბირთვულ საკითხში თეირანის პოზიცია უცვლელია.
სხვა წყაროს ცნობით, პროექტი ირანს კვირას გადაეცა, რომელსაც პასუხი ამ კვირის ბოლომდე გაეცემა.
„როიტერი“ აღნიშნავს, რომ კატარის წინადადება შვიდდღიან გრაფიკს ითვალისწინებს, რომელშიც ორივე მხარისთვის ნდობის განმამტკიცებელი ნაბიჯებია გაწერილი. შეთანხმების გარანტორი რამდენიმე ქვეყანა გახდება. ამასთან, როგორც გამოცემა წერს, მთავარი სადავო საკითხი ბირთვული პროგრამაა. ვაშინგტონს სურს, ის თავიდანვე მოლაპარაკებების ნაწილი იყოს. ირანში კი ამბობენ, რომ ჯერ მათი პირობები უნდა შესრულდეს: აშშ-მა ირანის პორტების ბლოკადა უნდა შეწყვიტოს და ნავთობის ექსპორტზე სანქციები გააუქმოს.