„როიტერი“ – გაერო-ს უშიშროების საბჭოს პირველი არაფორმალური გამოკითხვის შედეგებით, მომდევნო გენერალური მდივნის თანამდებობაზე კოსტა რიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი რებეკა გრინსპანი ლიდერობს

22:37, 30.07.2026

გაერო-ს უშიშროების საბჭოს პირველი არაფორმალური გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ორგანიზაციის მომდევნო გენერალური მდივნის თანამდებობაზე ამ ეტაპზე კოსტა რიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი რებეკა გრინსპანი ლიდერობს. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

მეორე ადგილზეა გაიანას ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი კეროლინ როდრიგეს-ბირკეტი, ხოლო მესამე ადგილზე გავიდა გაერო-ს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი რაფაელ გროსი.

გაერო-ს უშიშროების საბჭოს 15 წევრის მიერ ჩატარებულ არასავალდებულო გამოკითხვაში გრინსპანმა ათი მხარდამჭერი ხმა მიიღო, როდრიგეს-ბირკეტმა – ცხრა, ხოლო გროსიმ – შვიდი.

გაერო-ს გენერალური მდივნის პოსტზე კანდიდატებს შორის ასევე არიან ჩილეს ყოფილი პრეზიდენტი მიშელ ბაჩელეტი, ეკვადორის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მარია ფერნანდა ესპინოსა, სენეგალის ყოფილი პრეზიდენტი მაკი სალი და უგანდელი დიპლომატი ოლარა ოტუნუ.

ამასთან, ახალი კანდიდატების დამატება გამორიცხული არ არის.

მსგავსი