„როიტერი“ – ერაყის უსაფრთხოების სამსახურმა ბაღდადში აქციის დროს ერთი ადამიანი მოკლეს, 24 კი დაჭრეს

22:47, 01.03.2020

ერაყის უსაფრთხოების სამსახურმა ბაღდადში ანტისამთავრობო აქციის დროს ერთი ადამიანი მოკლეს, 24 კი დაჭრეს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„როიტერის“ ინფორმაციით, აქციის მონაწილე სანადირო იარაღით არის მოკლული. პოლიციამ აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზიც გამოიყენა.

მსგავსი