„როიტერი“ - დანიაში ტაივანის ყოფილი პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ, რასაც პეკინის მკაცრი რეაქცია მოჰყვა, დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩინეთში მიემგზავრება
„როიტერი“ - დანიაში ტაივანის ყოფილი პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ, რასაც პეკინის მკაცრი რეაქცია მოჰყვა, დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩინეთში მიემგზავრება

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუსენი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში მიემგზავრება, სადაც მაღალი დონის შეხვედრები აქვს დაგეგმილი. როგორც „როიტერი“ აღნიშნავს, ამ ვიზიტს წინ უძღოდა დანიაში ტაივანის ყოფილი პრეზიდენტის, ცაი ინგ-ვენის ვიზიტი, რასაც პეკინის მხრიდან მკაცრი რეაქცია მოჰყვა.

ცაი ინგ-ვენი ვიზიტის დროს დანიელ კანონმდებლებს შეხვდა და კოპენჰაგენში დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოვიდა, სადაც ჩინეთი ტაივანის წინააღმდეგ კიბერშეტევებისა და სამხედრო წვრთნების გაძლიერებაში დაადანაშაულა.

კოპენჰაგენში ჩინეთის საელჩომ  დანია ცაის მასპინძლობისთვის გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მან უგულებელყო „ერთიანი ჩინეთის პრინციპის შესახებ საერთაშორისო კონსენსუსი“.

ჩინეთში ვიზიტის დროს დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვანგ ის და ვაჭრობის მინისტრს ვანგ ვენტაოს შეხვდება. ვიზიტი სამდღიანია და ის ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის 75 წლისთავს ეძღვნება.