„როიტერი“ - ათონის მთაზე მიმდინარე თვეში კორონავირუსის ვაქცინით 30-მდე ბერი აიცრა
„როიტერი“ - ათონის მთაზე მიმდინარე თვეში კორონავირუსის ვაქცინით 30-მდე ბერი აიცრა

ათონის წმინდა მთაზე მიმდინარე თვეში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 30-მდე ბერი აიცრა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ წერს.

აცრილებს შორის ერთ-ერთი 70 წლის მამა მაკარიოსია, რომელმაც „კოვიდ-19“ მძიმე ფორმით გადაიტანა.

„მე მქონდა გარკვეული ფიქრები იმასთან დაკავშირებით, საჭიროა თუ არა ვაქცინაცია. რა თქმა უნდა, ჩვენ გვწამს უფლის და უფალი გვიცავს. თუმცა, მეცნიერება არის ის, რაც ღმერთის ხელთაა, ღმერთი ანათლებს მეცნიერებს, რათა მათ კაცობრიობის დაცვა შეძლონ“, – ამბობს ბერი მაკარიოსი სააგენტო „როიტერთან“ საუბარში.

საბერძნეთში მდებარე ათონის მთა მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე წმინდა ადგილია.

პანდემიის დაწყებიდან ათონის მთაზე კორონავირუსით ცხრა ადამიანი გარდაიცვალა. სამი თვის განმავლობაში მართლმადებელ ბერ-მონაზონთა უდიდესი ცენტრი ვიზიტორებისთვის დახურული იყო. ათონის მთაზე ვიზიტორების დაშვება სწრაფი ტესტებით მიმდინარე წლის თებერვალში განახლდა.

ათონის მთაზე დღეის მონაცემებით 1 600-ზე მეტი ბერ-მონაზონი ცხოვრობს, რომელთა დიდი ნაწილი 70 წელს გადაცილებულია.

ბოლო თვეებში საბერძნეთში „კოვიდ-19“-ის გავრცვალების მაჩვენებელი იზრდება. ოქტომბერ-ნოემბერში ათონის მთაზე კორონავირუსის 100-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.