„როიტერი“ - აშშ-ისა და ისრაელის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები ერთობლივ წვრთნებთან დაკავშირებით შეხვედრას გეგმავენ
„როიტერი“ - აშშ-ისა და ისრაელის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები ერთობლივ წვრთნებთან დაკავშირებით შეხვედრას გეგმავენ

აშშ-ისა და ისრაელის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელები დღეს ერთობლივი სამხედრო წვრთნების გამართვასთან დაკავშირებით შეხვედრას გეგმავენ. სწავლების ჩატარება ვენის წარუმატებელი მოლაპარაკებების ფონზე განიხილება, რომლის ფარგლებშიც სამხედროები ირანის ბირთვული ობიექტების განადგურების ვარიანტებს შეისწავლიან. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს, თუმცა დამატებითი დეტალები უცნობია.

ანონიმური წყაროს თქმით, ირანის ბირთვული პროგრამა წინ მიიწევს და უახლოვდება იმ ნიშნულს, რომლის მიღმაც მას ნებისმიერი რაციონალური შესაძლებლობა ექნება.

მოსალოდნელი წვრთნების შესახებ ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ ვაშინგტონში ისრაელის საელჩოში, ასევე არც გაერო-ში ირანის მისიის წარმომადგენლობაში.

ირანთან ევროკავშირის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებები დღეს უნდა განახლდეს და მას, გავრცელებული ცნობით, ირანის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელიც დაესწრება.