როისსა და სანჩოს „ბაიერნთან“ მატჩის გამოტოვება ემუქრებათ
როისსა და სანჩოს „ბაიერნთან“ მატჩის გამოტოვება ემუქრებათ

„დორტმუნდის“ ფორვარდები მარკო როისი და ჯეიდონ სანჩო, შესაძლოა, ვერ დაეხმარონ საკუთარ გუნდს „ბაიერნის“ წინააღმდეგ მატჩში. ეს გუნდები შაბათს, ბუნდესლიგის მე-11 ტურში მიუნხენში შეხვდებიან ერთმანეთს.

როისმა ტრავმის გამო გამოტოვა სამშაბათს, „ინტერთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩი (3:2), სანჩომ კი ამავე შეხვედრაში 82-ე წუთზე დატოვა მოედანი დაზიანების გამო. ორივე ფეხბურთელმა გამოტოვა „დორტმუნდის“ 6 ნოემბერის ვარჯიში.

როგორც „სკაი სპორტს ჯერმანი“ წერს, როისისა და სანჩოს თამაში 9 ნოემბერს, „ბაიერნის“ წინააღმდეგ დიდ ეჭვს იწვევს.