როინ კვასხვაძის უნიკალური მიღწევა - გამოცდილი მეკარე საქართველოს ჩემპიონი მეოთხე გუნდში გახდა #1TVSPORT
როინ კვასხვაძის უნიკალური მიღწევა - გამოცდილი მეკარე საქართველოს ჩემპიონი მეოთხე გუნდში გახდა #1TVSPORT

ბათუმის „დინამო“ საქართველოს ჩემპიონი მეორედ გახდა, გუნდის მეკარემ, როინ კვასხვაძემ კი უნიკალური რეკორდი დაამყარა, მან საჩემპიონო ფარი მეოთხე გუნდში მოიპოვა.

34 წლის გამოცდილმა მეკარემ პროფესიული კარიერა „ზესტაფონში“ დაიწყო, სადაც ორჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი. შემდეგ ამ წარმატებას მშობლიურ ქუთაისის „ტორპედოში“ მიაღწია. მესამედ „დინამო თბილისში“ გაჩემპიონდა, მეოთხედ კი ორიოდე დღის წინ – ბათუმის „დინამოში“.

როინ კვასხვაძის ტიტულები

„ზესტაფონი“

ეროვნული ლიგის გამარჯვებული 2 (2010-11, 2011-12)

საქართველოს თასი 1 (2008)

საქართველოს სუპერთასი 2 (2011, 2012)

ქუთაისის „ტორპედო“

ეროვნული ლიგის გამარჯვებული 1 (2017)

საქართველოს თასი 3 (2016, 2018, 2022)

საქართველოს სუპერთასი 2 (2018, 2019)

„დინამო თბილისი“

ეროვნული ლიგის გამარჯვებული 1 (2020)

საქართველოს სუპერთასი 1 (2021)

ბათუმის „დინამო“

ეროვნული ლიგის გამარჯვებული 1 (2023)

როინ კვასხვაძე ორჯერ ეროვნული ლიგის საუკეთესო მეკარედ (2017, 2018) აღიარეს.