როინ კვასხვაძემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა #1TVSPORT
როინ კვასხვაძემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებისა და ქუთაისის „ტორპედოს“ ყოფილმა მეკარემ, როინ კვასხვაძემ კარიერა დაასრულა, – ინფორმაციას ქუთაისური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

„წლების განმავლობაში „ტორპედოს“ კაპიტანმა, ჩვენი კლუბის ლეგენდარულმა მეკარემ, როინ კვასხვაძემ 36 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა.

კვასხვაძე არაერთი გამარჯვების მთავარი შემოქმედი იყო. განსაკუთრებით აღსანიშნავია მის მიერ „დინამო თბილისთან“ ბოლო წუთზე მოგერიებული პენალტი, რომლის შემდეგაც, ისტორიაში მეოთხედ, „ტორპედომ“ საქართველოს ჩემპიონობა მოიპოვა.

მადლობა ყველაფრისთვის, კაპიტანო, წარმატებებს გისურვებთ ცხოვრების ახალ ეტაპზე“, – წერია „ტორპედოს“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როინ კვასხვაძეს ​უნიკალური რეკორდიც ეკუთვნის – ის ოთხ გუნდთან ერთად გახდა საქართველოს ჩემპიონი – „ზესტაფონში“ (2010–11, 2011–12), ქუთაისის „ტორპედოში“ (2017), „დინამო თბილისსა“ (2020) და ბათუმის „დინამოში“ (2023).

კვასხვაძეს საქართველოს ნაკრებში ჩატარებული აქვს რვა მატჩი.