როინ კვასხვაძე ქართულ კლასიკოზე – ასეთ გარემოში თამაშს საქართველოში ნებისმიერი გუნდი და მოთამაშე ინატრებს
როინ კვასხვაძე ქართულ კლასიკოზე – ასეთ გარემოში თამაშს საქართველოში ნებისმიერი გუნდი და მოთამაშე ინატრებს

როინ კვასხვაძემ თბილისის დინამოსთან სამტრედიაში ჩატარებულ ქართულ კლასიკოზე ილაპარაკა. ქუთაისის ტორპედოს ლიდერი და კაპიტანი საქართველოს პირველ არხთან აცხადებს, რომ გამარჯვებას მასპინძლები უფრო იმსახურებდნენ.

„ბოლო ქართული კლასიკო, ტრადიციულად, ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოდგა. მართალია, მომენტები ორივე გუნდმა შევქმენით, მაგრამ მეტი საგოლე შანსი და მწვავე მომენტები ჩვენ გვქონდა და მიმაჩნია, რომ მოგებას ჩვენ უფრო ვიმსახურებდით. ჩემი აზრით, ქულით უფრო კმაყოფილი მეტოქე უნდა დარჩენილიყო“ – ამბობს კვასხვაძე.

ქუთაისელთა მეკარემ სამტრედიას ეროსის მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე შექმნილ საფეხბურთო ატმოსფეროზეც ილაპარაკა:

„ერთი შეხედვით, მოულოდნელი იყო, რომ ნეიტრალურ ქალაქში ტრიბუნები ბოლომდე შეივსო. მაგრამ პირადად მე ამას ველოდი. ერთმანეთს ბევრი რამ დაემთხვა – ქართული კლასიკო ხალხში ყოველთვის ინტერესს იწვევს. მეორე – სამტრედიაში ფეხბურთი უყვართ და ქუთაისელების გარდა, ადგილობრივებიც მოვიდნენ და ტრიბუნებზე მაგარი საფეხბურთო გარემო შექმნეს. მესამე – სამტრედიის სტადიონზე ახალი საფარი დააგეს, სადაც თამაში ერთი სიამოვნება იყო. ეს ყველაფერი გუნდებს ხელს გვიწყობდა და მაყურებელმა კარგი ფეხბურთი იხილა. ასეთ გარემოში თამაშს საქართველოში ნებისმიერი გუნდი და მოთამაშე ინატრებს და პირადად მეც დიდი სიამოვნება მომანიჭა“.