როი კინს აზერბაიჯანის ნაკრების გაწვრთნა შესთავაზეს
როი კინს აზერბაიჯანის ნაკრების გაწვრთნა შესთავაზეს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა კაპიტანმა, როი კინმა, შესაძლოა, აზერბაიჯანის ნაკრები ჩაიბაროს.

ამ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ 48 წლის ირლანდიელს ეროვნული გუნდის გაწვრთნა შესთავაზა. იტყობინებიან, რომ კინისგან პასუხს 48 საათის განმავლობაში ელიან.

მწვრთნელის რანგში როი კინს ორ კლუბში უმუშავია – „სანდერლენდში“ (2006-08) და „იფსვიჩში“ (2009-11), ასევე ირლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო 2013-18 წლებში. დღეს კინი ექსპერტად მუშაობს ტელევიზიაში, მაგრამ მზადაა სამწვრთნელო სამუშაოსთვის.