როი კინმა ალექს ფერგიუსონს ძველი ცოდვები გაუხსენა
როი კინმა ალექს ფერგიუსონს ძველი ცოდვები გაუხსენა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა კაპიტანმა როი კინმა კომენტარი გაუკეთა კონფლიქტს მთავარ მწვრთნელთან ალექს ფერგიუსონთან და გუნდიდან წასვლას 2005 წელს.

„ყველა ლაპარაკობს ფერგიუსონის მენეჯმენტზე. თავს ნუ მოიტყუებთ. მე ვიყავი „მანჩესტერ იუნაიტედში“, როცა წავიდნენ ბრაიან რობსონი და სტივ ბრიუსი. ისინი კლუბის ერთგულები იყვნენ და არ მომეწონა, როგორც მათ მოექცნენ. ბევრი ცხარე დისკუსია გვქონდა მრავალი წლის განმავლობაში, ხანდახან მთელი გუნდის მონაწილეობით, მაგრამ უნდა გადალახო ეს მომენტი. ჩვენ ზრდასრული ადამიანები ვართ და ერთი მიზნისთვის ვიბრძვით. იმ დღეს, როცა ოფისიდან გამოვდიოდი, არ ვფიქრობდი, რომ ეს იყო ჩემი კარიერის დასასრული „მანჩესტერ იუნაიტედში“. მაგრამ თუ თქვენ ფიქრობთ, რომ მე მზად ვიყავი ვმჯდარიყავი და მომეთმინა, მაშინ ჩემთვის სულ ერთია ვინ არის იქ – ალექს ფერგიუსონი თუ რომის პაპი. ფერგიუსონმა მოგვიანებით თქვა, რომ ყოველთვის აკეთებდა იმას, რაც უკეთესი იყო „მანჩესტერ იუნაიტედისთვის“. სისულელეა! მისი ვაჟი დარენი თამაშობდა კლუბში და პრემიერლიგის მოგებისთვის მედალი მოიგო. მას ძალიან გაუმართლა. ფერგიუსონის ძმა დიდი ხანი იყო „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი სკაუტი. გაკვირვებული ვარ, რომ თავისი ცოლი არ მოაწყო კლუბში სამუშაოდ“, – თქვა სკანდალურმა ირლანდიელმა.