როი კინი - „მანჩესტერ იუნაიტედს“ ერთი-ორი კარგი მცველი სჭირდება
როი კინი - „მანჩესტერ იუნაიტედს“ ერთი-ორი კარგი მცველი სჭირდება

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა კაპიტანმა როი კინმა თავისი ყოფილი გუნდის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა.

„გუნდს ბევრი სამუშაო აქვს. ისინი ჯერ კიდევ ძალიან ჩამორჩებიან „ლივერპულსა“ და „მანჩესტერ სიტის“. თუმცა, სიტუაცია ახლა გაცილებით უკეთესია, ვიდრე ერთი წლის წინ იყო. ახალი ფეხბუთელები კარგად შეეწყვნენ გუნდს და მომავალში კიდევ უფრო უკეთ ათამაშდებიან. „იუნაიტედი“ დიდ ნაბიჯს გადადგამს წინ, თუ ამ სეზონს კარგად დაამთავრებს და რამდენიმე წარმატებულ ტრანსფერს განახორციელებს. ხალხი ამბობს, რომ დიდ გუნდებს შემტევი ფეხბურთელები სჭირდება, მე კი მგონია, რომ „იუნაიტედს“ ერთი ან ორი მცველი აკლია“, – მოჰყავს კინის სიტყვები „სკაი სპორტს“.

შეგახსენებთ, რომ როი კინი „მანჩესტერ იუნაიტედში“ 1993-2005 წლებში თამაშობდა. მის ანგარიშზეა პრემიერლიგის შვიდი ჩემპიონობა, ოთხი ინგლისის ასოციაციის თასი, ოთხი „კომიუნიტი შილდი“, ერთი ჩემპიონთა ლიგა და ერთი საკონტინენტთაშორისო თასი.