როი ჰოჯსონმა სამწვრთნელო კარიერა დაასრულა და სეზონის ბოლოს „კრისტალ პალასს“ დატოვებს #1TVSPORT
როი ჰოჯსონმა სამწვრთნელო კარიერა დაასრულა და სეზონის ბოლოს „კრისტალ პალასს“ დატოვებს #1TVSPORT

როი ჰოჯსონის განცხადებით, ის „კრისტალ პალასს“ სეზონის ბოლოს დატოვებს და სამწვრთნელო კარიერას დაასრულებს.

„45-წლიანი სამწვრთნელო კარიერის შემდეგ გადავწყვიტე, რომ მოვიდა დრო წამოვსულიყავი პრემიერლიგიდან, სადაც უმაღლესი დონეა. ასე რომ, დარჩენილი ორი შეხვედრა ჩემთვის იქნება ბოლო „კრისტალ პალასში“. ჩემი კარიერის განმავლობაში უდიდესი მხარდაჭერა მქონდა ჩემი ცოლისა და ოჯახისაგან. ამ გადაწყვეტილების შესახებ ხშირად მიფიქრია და ვფიქრობ ახლა შესაფერისი დროა. საინტერესოა რას მიმზადებს მომავალი, – განაცხადა ლეგენდარულმა მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე.

73 წლის ინგლისელი სპეციალისტი 20 სხვადასხვა გუნდს წვრთნიდა 8 ქვეყანაში. ჰოჯსონი „კრისტალ პალასს“ 2017 წელს ჩაუდგა სათავეში. საუკეთესო შედეგი კი ამ გუნდში 2018/2019 წლის სეზონში დააფიქსირა, როცა 49 ქულა დააგროვა. ბოლო ორ მატჩს ინგლისის პრემიერლიგაში ის „არსენალისა“ და „ლივერპულის“ წინააღმდეგ გამართავს.