როი ჰოჯსონი - „კრისტალ პალასს“ კიდევ ოთხი ახალი ფეხბურთელი ესაჭიროება
როი ჰოჯსონი - „კრისტალ პალასს“ კიდევ ოთხი ახალი ფეხბურთელი ესაჭიროება

„კრისტალ პალასის“ მთავარი მწვრთნელი როი ჰოჯსონი აცხადებს, რომ სატრანფერო „ფანჯრის“ დახურვამდე (ხუთშაბათი, 8 აგვისტო), გუნდმა კიდევ ოთხი ფეხბურთელის შეძენა უნდა მოასწროს.

ლონდონური კლუბი წელს ყველაზე ხელმომჭირნე აღმოჩნდა და ამ მომენტისთვის მხოლოდ ორი ფეხბურთელი ჰყავს შეძენილი. ესენი არიან ჯორდან ეიუ, რომლის სანაცვლოდ „სუონსიმ“ 2.5 მილიონი ფუნტი სტერლინგი მიიღო, და „ნოტინგემ ფორესტის“ ყოფილი გოლკიპერი სტივენ ჰენდერსონი, რომელიც „პალასს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

თუმცა, აარონ ვან-ბისაკას „მანჩესტერ იუნაიტედში“ გაყიდვით გუნდმა საკმაოდ დიდი შემოსავალი მიიღო (50 მილიონი ფუნტი სტერლინგი) და ჰოჯსონს იმედი აქვს, რომ ამ ფულს ხელმძღვანელობა შესაბამისად დახარჯავს.

„ჩვენ ოთხი ფეხბურთელი გვინდოდა, მაგრამ ვან-ბისაკა რომ გავყიდეთ, ეს რიცხვი ხუთამდე გაიზარდა, თან მეკარე არ ითვლება“, – ამბობს ჰოჯსონი, – „ამ მომენტისთვის მხოლოდ ერთი შევიძინეთ და სამუშაო კიდევ დაგვრჩა“.

გასულ სეზონზე „კრისტალ პალასმა“ 36 ქულა დააგროვა და ჩემპიონატი მე-13 ადგილზე დაასრულა.