როი ჰოჯსონი - ჰენდერსონის ძეგლს „ენფილდის“ წინ აუცილებლად დადგამენ
როი ჰოჯსონი - ჰენდერსონის ძეგლს „ენფილდის“ წინ აუცილებლად დადგამენ

„ლივერპულის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა განაცხადა, რომ მერსისაიდული კლუბის კაპიტნის ჯორდან ჰენდერსონის ძეგლს „ენფილდის“ წინ აუცილებლად დადგამენ.

ჰენდერსონმა, „ლივერპულთან“ ერთად, 2019 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო, 2020 წელს კი პრემიერლიგის ჩემპიონი გახდა და 30-წლიანი პაუზის შემდეგ სანატრელი ტიტული მოუპოვა თავის გუნდს.

მიუხედავად იმისა, რომ ჰენდერსონს და ჰოჯსონს ერთ დროს „ლივერპულში“ ყოფნა არ მოუწია, ინგლისელმა მწვრთნელმა მაინც მოახერხა ფეხბურთელთან ერთად მუშაობა, მაშინ როცა ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო.

„ის განსაკუთრებული ფეხბურთელია, რომელიც ძალიან ბევრს შრომობს და მუდმივად ვითარდება. 2012 წელს, როცა ახალი გადასული იყო „ლივერპულში“ ჩვენ ის პირველ ევროპის ჩემპიონატზე წავიყვანეთ. ის სრულიად განსხვავებული ფეხბურთელი იყო ვიდრე დღესაა. ჰენდერსონმა ძალიან ბევრი იშრომა იმისათვის, რომ გუნდის წამყვანი ფიგურა გამხდარიყო. ის მუშაობს თავის თამაშის სტილზე, როგორც ტექნიკურად ისე ტაქტიკურად“, – აცხადებს როი ჰოჯსონი.

ჯორდან ჰენდერსონმა „ლივერპულის“ მაისურით 279 შეხვედრა ჩაატარა და 26 გოლის გატანა მოახერხა. მათ შორის 2019 წელს „ბარსელონასთან“ ნახევარფინალში, სადაც ინგლისელმა ანგარიში გახსნა.

„ლივერპული“ წელსაც ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია პრემიერლიგის მოგების. მერსისაიდელები 13 ტურის შემდგომ 28 ქულით ცხრილის სათავეში არიან და „ტოტენჰემთან“ მოპოვებული გამარჯვების შემდგომ (2:1) მოურინიოს გუნდს 3 ქულით უსწრებენ.

 

დატოვე კომენტარი