როი ჰიბერტი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციას მწვრთნელის რანგში უბრუნდება
„ინდიანას“ ყოფილი ცენტრი როი ჰიბერტი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციას (NBA) უბრუნდება. თუმცა, ამჯერად „პეისერსის“ ყოფილი კალათბურთელი ლიგას მწვრთნელის რანგში მოევლინება.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლამდე ჰიბერტი პლანეტის ყველაზე ძლიერ ლიგაში გამოდიოდა და „ინდიანას“ შემადგენლობაში ირიცხებოდა. ის გამოირჩეოდა დაცვაში კარგი თამაშით. „ინდიანას“ შემდეგ ის „ლეიკერსში“, „ნიუ ორლეანში“ და „დენვერში“ ირიცხებოდა, თუმცა 2017 წელს ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის დატოვება მოუწია.
ამერიკული მედია იუწყება, რომ ჰიბერტი 2019-20 წლების სეზონზე „ფილადელფიას“ სამწვრთნელო შტაბში იმუშავებს.
The Philadelphia 76ers have hired nine-year NBA center Roy Hibbert — a two-time All-Star with Indiana — to a player development coaching role, league sources tell @TheAthleticNBA @Stadium.
— Shams Charania (@ShamsCharania) 9 August 2019