როგორი იქნება რეალ მადრიდის განახლებული საშინაო არენა (ვიდეო)
როგორი იქნება რეალ მადრიდის განახლებული საშინაო არენა (ვიდეო)

მადრიდის რეალმა თავის ოფიციალურ ტვიტერზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორ შეიცვლება კლუბის საშინაო სტადიონი სანტიაგო ბერნაბეუ რეკონსტრუქციის შემდეგ.

ლეგენდარული არენა მადრიდში 1947 წლის 14 დეკემბერს გაიხსნა. 1955 წლამდე მას ნუევო ჩამარტინი ერქვა. სტადიონს ევროპის 1964 წლისა და მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონატების მატჩებისთვის უმასპინძლია, ასევე აქ გამართულა ჩემპიონთა თასის ოთხი ფინალი და კოპა ლიბერტადორესის ფინალი.