როგორი გუნდია აბურჯანიათი დაინტერესებული „სანდერლენდი“ - კლუბი ლუი-დრეიფუსების ოჯახმა იყიდა, რომელსაც ეკუთვნის „მარსელი“ და „ადიდასი“ #1TVSPORT
როგორი გუნდია აბურჯანიათი დაინტერესებული „სანდერლენდი“ - კლუბი ლუი-დრეიფუსების ოჯახმა იყიდა, რომელსაც ეკუთვნის „მარსელი“ და „ადიდასი“ #1TVSPORT

ჟურნალისტის, ანხელ გარსიას ცნობით, ესპანური „კარტახენადან“ წამოსულ გიორგი აბურჯანიასთან კონტრაქტის გაფორმებას „სანდერლენდი“ აპირებს. 

სამწუხაროდ, ახლანდელი „სანდერლენდი“ შორსაა იმ დონისგან, რაც გვახსოვს და ამჟამად, ინგლისის რანგით მესამე ლიგაში, პირველ საფეხბურთო ლიგაში თამაშობს.

თუმცა, აბურჯანიათი დაინტერესბულ კლუბს „კარტახენაზე“ და ბევრ ცნობილ გუნდზე გაცილებით დიდი ბიუჯეტი გააჩნია. საქმე ისაა, რომ ინგლისური კლუბი ეკუთვნის ლუი-დრეიფუსების ოჯახს, რომელთა ქონებაც დაახლოებით 9,5 მილიარდი ევროდ ფასდება. მათ ეკუთვნით ცნობილი ფრანგული კლუბი მარსელის „ოლიმპიკი“ და ისეთი ბრენდები, როგორიცაა გერმანული სპორტული პროდუქციის მწარმოებელი კომპანია „ადიდასი“. ლუი-დრეიფუსების ოჯახი „სანდერლენდის“ ასაღორძინებლად მივიდა.

2020 წლის ბოლოს ფრანგმა ბიზნესმენმა, 24 წლის კირილე ლუი-დრეიფუსმა დაიწყო კლუბის აქციათა საკონტროლო პაკეტის შესყიდვის პროცესი, რაც 2021 წლის თებერვალში დაასრულა და ლუი-დრეიფუსი კლუბის ახალი მფლობელი და პრეზიდენტი გახდა. თუმცა, წინა მფლობელები კლუბში რჩებიან, როგორც მონიტორის უფლებების მქონე აქციონერები.

ინგლისურ კლუბს დიდი კრიზისი ჰქონდა, მაგრამ პრემიერლიგაში ადგილის დაბრუნება სურს. დაბალ ლიგაში გამოსვლის მიუხედავად, კირილე ლუი-დრეიფუსის მისვლის შემდეგ, „სანდერლენდი“ ინგლისის ყველაზე მდიდარი გუნდების ათეულში შედის. გასათვალისწინებელია ისიც, რომ „სანდერლენდის“ სტადიონის ტევადობა 49,000 ათას ადამიანზეა გათვლილი. კლუბი პრემიერლიგადან 2016/17 სეზონში გავარდა და მერე რანგით მესამე ლიგაში დაქვეითდა, საიდანაც ისინი კვლავ პრემიერლიგაში დაწინაურებას ცდილობენ.