ტაისონ ფიური არ ხუმრობდა, „ბოშათა მეფე“ დარენ ტილთან ერთად ვარჯიშობს (ვიდეო)
ტაისონ ფიური არ ხუმრობდა, „ბოშათა მეფე“ დარენ ტილთან ერთად ვარჯიშობს (ვიდეო)

რამდენიმე კვირის წინ პროფესიონალმა მოკრივემ ტაისონ ფიურიმ, რომელიც კრივში ჯერჯერობით დაუმარცხებლად ასპარეზობს, განაცხადა, რომ ძალების მოსინჯვა შერეულ ორთაბრძოლებში სურს. ფიურის ეს სიტყვები ბევრმა ხუმრობად აღიქვა, თუმცა, როგორც ჩანს, „ბოშათა მეფე“ მართლაც აპირებს აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში (UFC) გამოსვლას.

გუშინ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ტაისონ ფიური აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) საშუალო წონითი კატეგორიის ინგლისელ მებრძოლ დარენ ტილთან ერთად ვარჯიშობს. აღნიშნული ვიდეო „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაიტმაც გამოაქვეყნა.