როგორ ვარჯიშობს „დინამოს“ მეკარე ესპანეთში - პერალესი საყვარელ მუსიკას გვირჩევს
როგორ ვარჯიშობს „დინამოს“ მეკარე ესპანეთში - პერალესი საყვარელ მუსიკას გვირჩევს

„ერთი დღე ფეხბურთელთან ერთად“ – ამ რუბრიკით თბილისის „დინამომ“ მეკარე ხოსე პერალესი წარმოადგინა.

„ჩვენი გუნდის გოლკიპერი ხოსე პერალესი ესპანეთში ოჯახთან ერთად იმყოფება. მეკარე თანაგუნდელების დარად ყოველდღე სახლის პირობებში ვარჯიშობს და ამ წვრთნის გარდა, ესპანური კერძის Pimientos del Piquillo-ს მომზადების რეცეპტსაც გვთავაზობს“ – ვკითხულობთ თბილისის „დინამოს“ ოფიციალურ ვებგვერდზე.

„დღეს, საათი და 2 წუთი ვვარჯიშობდი. თითო სავარჯიშოს ოთხი მისვლით ვატარებდი და მათ შორის 30-40 წამი ვისვენებდი“, – ამბობს თბილისელთა ესპანელი მეკარე.

ხოსე პერალესი თბილისური გუნდის გულშემატკივრებს მუსიკასაც ურჩევს, რომელსაც ვარჯიშის და მზადების დროს უსმენდა.

მისი რჩეული მუსიკალური სამეულში შედის:

Carlos Vives – No Te Vayas

Don Patricio – Enchochado de ti

Ceky Viciny – Ellos