როგორ მოხვდა თურქი შეფ-მზარეული ფინალის შემდეგ მოედანზე - ფიფა-ში მომხდარზე კომენტარი გააკეთეს #1TVSPORT
როგორ მოხვდა თურქი შეფ-მზარეული ფინალის შემდეგ მოედანზე - ფიფა-ში მომხდარზე კომენტარი გააკეთეს #1TVSPORT

ფიფა-მ გამოძიება დაიწყო და დაადგინა, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შემდეგ მოედანზე როგორ მოხვდა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შეფ-მზარეული ნუსრეტ გიოკჩე, იგივე სოლტ ბე.

„გამოძიებისას, ფიფა-მ დაადგინა, რომ ცერემონიის დასრულების შემდეგ, უცხო პირებს მიეცათ მოედანზე შესვლის საშუალება. გატარდება შიდა ზომები“, – ციტირებს ორგანიზაციის სიტყვებს ჟურნალისტი ტარიქ პანჯა.

მან არგენტინელებთან ერთად ჩემპიონობა იზეიმა, სურათების გადაღება სამხრეთამერიკული ნაკრების ბევრ მოთამაშესთან მოახერხა და სამახსოვრო ფოტო მსოფლიო თასთანაც კი გადაიღო. ბევრ ფეხბურთელს არ ესმოდა, საიდან მოხვდა თურქი შეფ-მზარეული მოედანზე – ლიონელ მესიც კი გაოცებული უყურებდა მას შემდეგ, რაც სოლტ ბემ ხელი მოჰკიდა, რათა მასთან სურათი გადაეღო.

სხვათა შორის, კატარში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ტურნირად ჩაითვალა, მაგრამ სოლტ ბეს მოედანზე შესვლა ორგანიზატორებისთვის დიდ ლაქად დარჩება. აქვე ვიტყვით, რომ ფიფა-მ გამოაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის შემდეგ, მოედანზე არასანქცირებული პირების გამოჩენასთან დაკავშირებით, უსაფრთხოების ნორმების გაძლიერებას და ზომების მიღებას აპირებს.