როგორ მოიგერია გუგეშაშვილმა პენალტი ლორიას მსგავსი ჟესტით [ვიდეო]

კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციის სპორტული ეთიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ანდრეას პაპახარალამბუსმა „ანორთოსისის“ ქართველ მეკარეს, გიორგი ლორიას ბრალდებები წაუყენა, თითქოს, მან პენალტის დროს მოწინააღმდეგეს დარტყმის მიმართულება მიუთითა, რათა მას გოლი გაეტანა.

ეს ამბავი კვიპროსის ჩემპიონატის მეოთხე ტურში, თემურ ქეცბაიას „ანორთოსისისა“ და „აპოლონის“ მატჩის დროს (სტუმრებმა 1:3 მოიგეს) მოხდა. 37-ე წუთზე ფამაგუსტელთა კარში დანიშნული პენალტისას ფამაგუსტელთა მეკარე გიორგი ლორია ცდილობდა, დარტყმის მიმართულების მითითებით „აპოლონის“ თავდამსხმელი ჩარლისონ ბენშოპი დაებნია. მაგრამ ამ მიმიკის გამო საქართველოს ნაკრების მეკარემ ეჭვები გამოიწვია.

კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციის სპორტული ეთიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ანდრეას პაპახარალამბუსმა განაცხადა, რომ ეს მოძრაობა საეჭვო იყო. მაგრამ ჩვენს მიერ წარმოდგენილი ვიდეოდან ჩანს, რომ ასეთი რამ ფეხბურთში ჩვეულებრივი ამბავია – პენალტის დროს მეკარეები ხშირად ცდილობენ, დამრტყმელი შეცდომაში შეიყვანონ.

ეს ვიდეო 2018 წლის 12 ოქტომბრის რეპორტაჟიდანაა ამოჭრილი. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები გასვლაზე ფინეთის 21-წლამდელებს სტუმრობდა. 59-ე წუთზე ფინელები 1:0-ს იგებდნენ და პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს. მასპინძელთა ნახევარმცველს, საკუ ილატუპას ჩვენი გუნდის მეკარე ლუკა გუგეშაშვილმა ხელით მარჯვენა მხარეზე ანიშნებდა და მეტოქე აშკარად დააბნია – მერე მარცხნივ გადახტა და დარტყმა მოიგერია.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ამ დროისთვის 1:0-ს აგებდა, მაგრამ გუგეშაშვილის მოგერიებული დარტყმის შემდეგ გუნდმა თამაში შემოატრიალა და საბოლოოდ, მატჩი ანგარიშით 2:1 მოიგო.

სამწუხაროდ, ლორიას მცდელობა უშედეგო გამოდგა, არ გაუმართა და ეს ბრალდებებიც ამიტომ აგორდა.