როგორ გადანაწილდა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ადგილები
როგორ გადანაწილდა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ადგილები
FIFA-მ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნა მსოფლიო ჩემპონატის შედეგები, სადაც მითითებულია, რომელმა ნაკრებმა რომელი ადგილი დაიკავა.

მაგალითად, რუსეთის ნაკრები მერვეა, თუმცა მეოთხედფინალში, სხვებისგან განსხვავებით, არა ძირითად დროში, არამედ პენალტების სერიაშ დამარცხდა და საინტერესოა, რა კრიტერიუმით შეადგინეს ეს ცხრილი?

ფიფას პრეს-სამსახურმა ნათლად მიუთითა გუნდების ადგილების განსაზღვრის კრიტერიუმები: გუნდებმა ადგილები დაიკავეს ტურნირში მოპოვებული ქულების საერთო რაოდენობისა და იმ ეტაპის მიხედვით, რომლამდეც მიაღწიეს.

პენალტების სერიაში მოგებისთვის გუნდს მხოლოდ ქულა ეწერება, როგორც ჩვეულებრივ ფრეზე. თუ ქულები თანაბარია, მაშინ სხვა კრიტერიუმი მოქმედებს – ყველაზე მნიშვნელოვანია ბურთების სხვაობა. თუ გატანილი და გაშვბული ბურთების რაოდენობა ერთნაირია, გუნდები ერთმანეთში ადგილებს იყოფენ.

ამგვარად, 2018 მსოფლიო ჩემპიონატზე ადგილები ასე გადანაწილდა:

1. საფრანგეთი
2. ხორვატია
3. ბელგია
4. ინგლისი

5. ურუგვაი (12 ქულა)
6. ბრაზილია (10)
7. შვედეთი (9)
8. რუსეთი (8)

9. კოლუმბია (7)
10. ესპანეთი (6)
11. დანია (6)
12. მექსიკა (6)
13. პორტუგალია (5)
14. შვეიცარია (5)
15. იაპონია (4)
16. არგენტინა (4)

17. სენეგალი (4)
18. ირანი (4)
19. კორეა (3)
20. პერუ (3)
21. ნიგერია (3)
22. გერმანია (3)
23. სერბეთი (3)
24. ტუნისი (3)
25. პოლონეთი (3)
26. საუდის არაბეთი (3)
27. მაროკო (1)
28-30. ავსტრალია (1)
კოსტა რიკა (1)
ისლანდია (1)
31-32. ეგვიპტე (0)
პანამა (0)

მერაბ მამულაშვილი