პრემიერლიგის 23-ე ტურის ბოლო მატჩში „მანჩესტერ სიტიმ“ 3:1 დაამარცხა „ბრენტფორდი“.
„სიტის“ რიგებში სასტარტო შემადგენლობაში იყო როდრი, რომელმაც 90 წუთი ითამაშა.
„მანჩესტერ სიტიმ“ ბოლო შეხვედრა 2023 წლის 5 თებერვალს წააგო, როცა მის შემადგენლობაში როდრი იმყოფებოდა – 0:1 „ტოტენჰემთან“. შესაბამისად, ესპანელმა ნახევარმცველმა ზუსტად ერთი წელი ითამაშა თავისი კლუბის რიგებში წაუგებლად.
ამ დროის განმავლობაში როდრიმ „სიტისთან“ ერთად 52 მატჩიდან 42 მოიგო, 10 ფრედ დაასრულა და ხუთი ტიტული მოიპოვა.