როდრიმ „რეალში“ შესაძლო გადასვლაზე გადაწყვეტილება მიიღო #1TVSPORT

22:56, 24.04.2025

ბოლო პერიოდში არა ერთხელ დაიწერა მადრიდის „რეალის“ მხრიდან „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველის როდრის მიმართ დაინტერესების შესახებ.

ესპანური პრესის ინფორმაციით, „რეალი“ სერიოზულად ინტერესდება „სიტის“ ერთ-ერთი ლიდერით, მაგრამ ფეხბურთელმა გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც ის მანჩესტერული კლუბის დატოვებას არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის სექტემბერში როდრიმ მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და მას შემდეგ მოედანზე არ გამოჩენილა. ესპანელი ფეხბურთელის კონტრაქტი „სიტისთან“ 2027 წლის ზაფხულამდეა ძალაში.

მსგავსი