როდრიმ „ბარსელონასთან“ კონტრაქტი შეათანხმა, ნახევარმცველს კატალონიაში გადასვლა გვარდიოლამ ურჩია #1TVSPORT

07:50, 07.08.2026
MADRID, SPAIN - JULY 20: Rodri of Spain celebrate on stage during the FIFA World Cup 2026 parade on July 20, 2026 in Madrid, Spain. The final match of the FIFA World Cup 2026 was held at New York New Jersey Stadium in New Jersey between Spain and Argentina. (Photo by Luciano Lima/Getty Images)

MADRID, SPAIN - JULY 20: Rodri of Spain celebrate on stage during the FIFA World Cup 2026 parade on July 20, 2026 in Madrid, Spain. The final match of the FIFA World Cup 2026 was held at New York New Jersey Stadium in New Jersey between Spain and Argentina. (Photo by Luciano Lima/Getty Images)

ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა როდრიმ „ბარსელონასთან“ კონტრაქტის ფინანსურ პირობებზე შეთანხმებას მიაღწია, – ამის შესახებ წერს Marca-ს ჟურნალისტი მატეო მორეტო.

წყაროს ცნობით, „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველი დაიღალა „რეალისგან“ შემხვედრი ნაბიჯის ლოდინით. „ბარსელონამ“ კი დაარწმუნა ფეხბურთელი, რომ მზად არის ინგლისურ კლუბთან მოლაპარაკებებისთვის. გარდა ამისა, საქმეში ჩაერია „მანჩესტერ სიტისა“ და „ბარსელონას“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა, რომელიც პირადად დაუკავშირდა როდრის, რათა დაერწმუნებინა ის კატალონიურ კლუბში გადასვლაში.

ფეხბურთელის აგენტმა უკვე დაადასტურა, რომ „რეალსა“ და „ბარსელონას“ შორის არჩევანისას როდრიმ უპირატესობა კატალონურ გრანდს მიანიჭა, რომლის რიგებშიც რვა ფეხბურთელი თამაშობს, რომლებთან ერთადაც მან მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. გარდა ამისა, როდრი დარწმუნებულია, რომ „ბარსელონას“ სათამაშო სტილი საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენის საშუალებას მისცემს.

ასევე ვრცელდება გაზეთ AS-ის ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, „ბარსელონას“ დაახლოებით 60 მილიონი ევრო დაუჯდება 30 წლის ნახევარმცველის ტრანსფერი. როდრი ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს, ხოლო მისი ხელფასი გადასახადების გადახდამდე სეზონში დაახლოებით 30 მილიონი ევრო იქნება.

მანამდე როდრის გაფორმებაზე მთავარი პრეტენდენტი „რეალი“ იყო, თუმცა 6 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ესპანელი, დიდი ალბათობით, კარიერას „ბარსელონაში“ გააგრძელებს.

მსგავსი