როდრიმ „ბარსელონას“ უარი უთხრა – ლა ლიგაში დაბრუნების შემთხვევაში მისი არჩევანი მადრიდის „რეალია“ #1TVSPORT

18:27, 04.08.2026

გამოცემა AS-ის ინფორმაციით, „მანჩესტერ სიტის“ ნახევამცველმა, როდრიმ „ბარსელონას“ მესვეურებს პირდაპირ შეატყობინა, რომ ლა ლიგაში დაბრუნების შემთხვევაში, მისი ერთადერთი არჩევანი მადრიდის „რეალი“ იქნება.

ფრენკი დე იონგის მიერ მიღებული მძიმე ტრავმის ფონზე, კატალონიელებმა ესპანელი ფეხბურთელის დამატებაზე ზრუნვა გაცილებით ადრე დაიწყეს. მედიაში იწერებოდა, რომ როდრის თანხმობის შემთხვევაში, „ბლაუგრანა“ მზად იყო, ოფიციალური წინადადება გაეგზავნა „მანჩესტერ სიტისთვის“ და ტრანსფერში 50 მილიონი ევრო გადაეხადა. მიუხედავად ამისა, „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულს უკვე მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ არჩევანი მადრიდული გრანდის სასარგებლოდ გააკეთოს.

როდრი ინგლისური გუნდის ღირსებას 2019 წლიდან იცავს. „ქალაქელებმა“ ის მადრიდის „ატლეტიკოსგან“ 70 მილიონ ევროდ შეიძინეს. მოქმედი კონტრაქტი მას კლუბთან 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

30 წლის ესპანელი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

მსგავსი