მადრიდის „რეალის“ გარემარბს როდრიგოს მიაჩნია, რომ მის კარიერაზე უარყოფითად აისახება ერთ გუნდში თამაში ვინისიუსთან და კილიან მბაპესთან ერთად, – ამის შესახებ წერს ინტერნეტ-გამოცემა abc.es.
წყაროს ინფორმაციით, ბრაზილიელი ფეხბურთელი გრძნობს, რომ მას დაუმსახურებლად აკრიტიკებენ, რადგან ის უფრო უნივერსალური მოთამაშეა, ვიდრე ვინისიუსი და მბაპე. ასევე როდრიგოს მიაჩნია, რომ მის შედეგიანობას უფრო დიდ ყურადღებას უთმობენ, ვიდრე მისი პარტნიორების მაჩვენებლებს შეტევაში, თუმცა ვერც მათ ჩაატარეს გამორჩეული სეზონი.
იტყობინებიან, რომ 24 წლის ბრაზილიელით ინგლისის პრემიერლიგის სამი კლუბია დაინტერესებული.
ადრე პრესაში დაიწერა იმის შესახებ, რომ „რეალის“ მომავალი მწვრთნელი ჩაბი ალონსო არ ამყაარებს იმედებს როდრიგოზე.
ამ სეზონში როდრიგომ ყველა ტურნირზე 50 მატჩი ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მისი მოქმედი ხელშეკრულება 2028 წლის ზაფხულამდეა ძალაში.