მადრიდის „რეალის“ შემტევი როდრიგო ზაფხულში გუნდის დატოვებას ფიქრობს.
გაზეთ Marca-ს ინფორმაციით, ბრაზილიელ ფეხბურთელს მიაჩნია, რომ ის ვეღარ ეწერება გუნდის თამაშში, რადგან ძირითადი აქცენტი კეთდება კილიან მბაპეზე, ვინისიუსსა და ჯუდ ბელინგემზე.
იტყობინებიან, რომ ამ მომენტისთვის როდრიგო „რეალიდან“ წასვლისკენ იხრება – მისი გადაწყვეტილება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს, თუ ახალი მთავარი მწვრთნელი დაარწმუნებს დარჩენაში. ამასთან, ბრაზილიელის მიმართ ინტერესს რამდენიმე ევროპული კლუბი იჩენს.
ამ სეზონში გარემარბმა ლა ლიგაში 30 მატჩი ჩაატარა, ექვსი გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.