როდრიგო მორენომ „ნაპოლის“ უარი განუცხადა
როდრიგო მორენომ „ნაპოლის“ უარი განუცხადა

იტალიურ საფეხბურთო კლუბ „ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ „ვალენსიას“ თავდამსხმელმა როდრიგო მორენომ ნეაპოლელებს უარი განუცხადა.

„კლუბი მზად იყო, ფეხბურთელში 40 მილიონი ევრო გადაეხადა, მაგრამ როდრიგომ „ვალენსიაში“ დარჩენა გადაწყვიტა“, – ციტირებს „ფუტბოლ იტალია“ (Football Italia) დე ლაურენტისს, – „მან ასე ისურვა და ჩვენ პატივს ვცემთ მის არჩევანს“.

2018/2019 წლების სეზონზე როდრიგომ 51 მატჩი ჩაატარა და 15 გოლის გატანა მოახერხა.